ჟურნალისტური პრემია “შუქის”კონკურსში მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჯემნიუსი და ესტონეთის ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი (ESTDEV) უკვე მეორედ, კონკურსის შედეგად არჩევს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის 3 ავტორს, რომლებსაც ჯილდოს სახით გადაეცემათ ფულადი პრემია.

“შუქის” მეორე რაუნდის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნასტასია არაბული, რადიო „თავისუფლება“ – ვალდებული ვარ სხვა გოგოების წინაშე“ – 5 ქალი მიტროპოლიტის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ჰყვება; რადიო თავისუფლების სტატიაში ქალები პირველად ღიად ყვებიან, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირის მსხვერპლები არიან. მათ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში.

  • ნუკა სტეფნაძე, „სამხრეთის კარიბჭე” – რატომ ვერ ხვდება ვარძია „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში და რა საფრთხეს ქმნის უკანონო მშენებლობები; ნუკა სტეფნაძის სტატიაში საუბარია “ვარძიაზე”, საქართველოს კულტურულ ძეგლზე, რომლის იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში მოხვედრა 1999 წლის შემდეგ, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მაინც ვერ მოხერხდა. სტატიაში მოთხრობილია, თუ რატომ ჭიანურდება გენერალური გეგმის მომზადება, რა საფრთხეს ქმნის ძეგლის მიმდებარედ ქაოტური განაშენიანება, როგორ ახერხებენ გარკვეული პირები კანონის გვერდის ავლით, ე.წ. წითელ ზონაში მშენებლობას და ვინ სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიებით.
  • ია ასათიანი, iFact.ge – რუსების „ავტოსამოთხე“ – სანქცირებული ავტომობილების გზა საქართველოდან რუსეთამდე. ია ასათიანის შვიდთვიანი ჟურნალისტური გამოძიება გვიყვება სქემებზე, რომლითაც საქართველო რუსეთის ბაზარს სანქცირებული ავტომობილებით ამარაგებს. ავტორი ცდილობს აუდიტორიას აჩვენოს, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ რუსეტში სანქცირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა, ეს სქემები კვლავ მუშაობს და ამით ევროპის გზაზე შემდგარი ქვეყანა ზარალდება.

პროექტის მიზანია ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის წახალისება საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

ფინალისტებით