პოლიტიკა და წესები

“ჯემნიუსი” და “ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი” (ESTDEV) აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად. კონკურსის მიზანია  მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება ქართულ მედიაში.

დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური სამ თვეში ერთხელ გამოავლენს  საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის სამ ავტორს, ერთი წლის განმავლობაში სულ 12 ავტორს. თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს  1000 ევროს ოდენობით (გადასახადების გარეშე).

გამარჯვებული ავტორების მასალები განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: www.shukiawards.net

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ კი საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. ნომინანტმა საკონკურსო ნამუშევარს უნდა დაურთოს მედია პლატფორმაზე გამოქვეყნების დამადასტურებელი ბმული. ასევე მითითებულ ელფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს საკონკურსო მასალის მოკლე აღწერა ინგლისურ ენაზე (დაახლოებით 600 სიმბოლო).

კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას. მათ შორის ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ა.შ.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

საკონკურსო ნაშრომად ჩაითვლება მხოლოდ კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი ჟურნალისტური ნამუშევარი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე და მიზნად ისახავდეს საქართველოში არსებული პრობლემური და აქტუალური საკითხების სრულყოფილ გაშუქებას. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ასევე  ავტორებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, თუმცა საკონკურსო მასალა უნდა იყოს გამოქვეყნებული ქართულ ენაზე.

ჟიური განიხილავს ისეთი ჟანრის ჟურნალისტურ პროდუქტებს, როგორიცაა:  სიღრმისეული რეპორტაჟი, ციფრული რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, რადიო რეპორტაჟი, მულტიმედია პროექტი, სატელევიზიო სიუჟეტი. შეფასების კომისია არ განიხილავს არასრულფასოვნად, ან ცალმხრივად მომზადებულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კომერციული, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები, ინსტიტუციები ან სხვა იურიდიულ პირები.

კონკურსის მიზანი ინფორმატიული, ობიექტური და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მედია პროდუქტის გამოვლენაა, ამიტომ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ისეთი ჟანრის პროდუქტების ავტორები, როგორიცაა სარედაქციო სვეტი, ბლოგი, მოსაზრება, ან სხვა მსგავსი ფორმატი.

პლაგიატი, ანუ სხვა ავტორის ტექსტისა და იდეების, გამოყენება და წარმოდგენა, როგორც საკუთარის, გამოიწვევს მონაწილის კონკურსიდან მოხსნას. თუ კი პლაგიატი კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდა, ჯილდოს შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება.

შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული ავტორები გამოვლინდებიან შემდეგი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

1.     თემის აქტუალობა საქართველოსთან მიმართებაში და მისი წვლილი ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების პოპულარიზაციაში;

2.     დაბალანსებული, ობიექტური, ფაქტებით გამყარებული და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული მედია პროდუქტი;

3.     ქართული ენის ლექსიკა, სტილი და სტრუქტურა;

4.     თემის სიღრმისეული გაშუქება;

5.     მოცემულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია და მათი რეაქციების ასახვა;

6.     ეთიკური სტანდარტებთან შესაბამისობა.

საავტორო უფლებები

“ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი” (ESTDEV) იტოვებს უფლებას განათავსოს, გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს გამარჯვებული ავტორების ნამუშევრები ორგანიზაციის ვებგვერდზე, გამოიყენოს საკუთარ პუბლიკაციებსა და სარეკლამო მასალებში. საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს და მას აქვს სამართლიანი უფლება მოითხოვოს  ფულადი კომპენსაცია მათი ნამუშევრების სხვა მედია საშუალების მიერ გამოქვეყნების შემთხვევაში, გარდა ESTDEV-ის პუბლიკაციების, ვებგვერდის და სარეკლამო მასალებისა.

პროექტის ყოველი რაუნდის ხანგრძლივობისა და მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება წინასწარ ჩვენი პროექტის სოციალურ გვერდებზე.

პროექტში მონაწილეობის წესები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ კი საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. ნომინანტმა საკონკურსო ნამუშევარს უნდა დაურთოს მედია პლატფორმაზე გამოქვეყნების დამადასტურებელი ბმული.

კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას.

საკონკურსო ნაშრომად ჩაითვლება მხოლოდ კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი. ჟურნალისტური ნამუშევარი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე და მიზნად ისახავდეს საქართველოში არსებული პრობლემური და აქტუალური საკითხების სრულყოფილ გაშუქებას.

ჟიური განიხილავს ისეთი ჟანრის ჟურნალისტურ პროდუქტებს, როგორიცაა:  სიღრმისეული რეპორტაჟი, ციფრული რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, რადიო რეპორტაჟი, მულტიმედია პროექტი, სატელევიზიო სიუჟეტი. შეფასების კომისია არ განიხილავს არასრულფასოვნად, ან ცალმხრივად მომზადებულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კომერციული, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები, ინსტიტუციები ან სხვა იურიდიულ პირები.

კონკურსის მიზანი ინფორმატიული, ობიექტური და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მედია პროდუქტის გამოვლენაა, ამიტომ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ისეთი ჟანრის პროდუქტების ავტორები, როგორიცაა სარედაქციო სვეტი, ბლოგი, მოსაზრება, ან სხვა მსგავსი ფორმატი.

პლაგიატი, ანუ სხვა ავტორის ტექსტისა და იდეების, გამოყენება და წარმოდგენა, როგორც საკუთარის, გამოიწვევს მონაწილის კონკურსიდან მოხსნას. თუ კი პლაგიატი კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდა, ჯილდოს შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება.

ჟურნალისტური პრემია “შუქის” შესახებ

ბოლო წლების განმავლობაში ქართული მედია არაერთი გამოწვევისა და დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმები, გაძლიერდა ცენზურა. ჟურნალისტების მუშაობას ხელი შეუშალა ისეთმა ფაქტორებმაც, როგორიცა არასტაბილური ფინანსური გარემო, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ამა თუ იმ მედია საშუალებების მენეჯმენტის მიერ ეთიკური სტანდარტებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული კრიტერიუმების უგულვებელყოფა.

ქართულ მედიაში დღესაითვის არსებული სირთულეები გახდა სწორედ ამ პროექტის  განხორციელების მთავარი მიზანი. ჩვენს გვსურს მხარდაჭერა გავუწიოთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არსებული სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, კეთილსინდისიერად ემსახურებიან საკუთარ პროფესიას, ქმნიან მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამის პროდუქტს. ზუსტად ასეთი ჟურნალისტების წახალისებასა და მოტივაციას ემსახურება ჩვენი პროექტი.

ჩვენი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქართული ჟურნალისტიკის გაძლიერებას, მედია ბაზარზე მეტი ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტის გამოჩენას, რაც თავისთავად არის დემოკრატიული, მდგრადი და პასუხისმგებლიანი მედია გარემოს შექმნის მთავარი  წინაპირობა.