ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობის სახელობის სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის.
მედია პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის უახლესი ტექნოლოგიების დაუფლების, ციფრული მედიის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას გთავაზობთ.
პროგრამისთვის შეირჩევა 10 ჟურნალისტი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთკვირიან სასწავლო ტურში, სადაც გაეცნობიან ესტონური მედიის მუშაობის სპეციფიკას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
მონაწილეები ეწვევიან ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა არხებს, რომლებიც მაუწყებლობენ ესტონურ და რუსულ ენებზე), სადაც მიიღებენ ინფორმაციას – რა როლი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში და რატომ მიიჩნევა მაუწყებელი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. ასევე გაეცნობიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსს.
ასევე მონაწილეები ეწვევიან კერძო მედია სექტორს (როგორიცაა posttimees, Delfi და ა.შ.), სადაც ისინი გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
ასევე ჟურნალისტების ჯგუფი ეწვევა რეგიონული მედია კომპანიებს, სადაც ასევე მიიღებენ შემდეგ ინფორმაციას:
რეგიონული მედიის დაფინანსების წყარო, შემოსავალი რეკლამიდან და ა.შ.
როგორ ახერხებენ ისედაც მცირე მედია საშუალებები მედია ბაზარზე თავის დამკვიდრებას და გადარჩენას;
როგორია მედია საშუალებების ონლაინ ვერსიები.
კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დასაქმებულ 40 წლამდე ასაკის ჟურნალისტებს, რომლებიც უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. პროგრამის სამუშაო ენა იქნება ინგლისური (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
ნომინანტებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
მონაწილეების შერჩევა მოხდება შეფასების ჟიურის მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
თუ კი სასწავლო პროგრამის მონაწილეს სურს ესტონეთში ვიზიტის შემდგომ ჟურნალისტური ნამუშევრის მომზადება, ესტონელი ექსპერტები დაეხმარებიან მას სასურველი ინფორმაციის მოძიებაში. ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა უნდა შეაგვატყობინოს წინასწარ.. ასევე ჩვენთვის მისაღებია ესტონეთის შესახებ კრიტიკული მასალის მომზადებაც.
სასწავლო ტური 2024 წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიმართება. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი, 00.00 საათი. გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველები მითითებულ ბმულზე.
პროგრამა სრულად დაფარავს პროექტით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, ყოველდღიური ხარჯები და ა.შ.)