სასწავლო ტური ესტონეთში

ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობის სახელობის სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის.

მედია პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის უახლესი ტექნოლოგიების დაუფლების, ციფრული მედიის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას გთავაზობთ.

პროგრამისთვის შეირჩევა 10 ჟურნალისტი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთკვირიან სასწავლო ტურში, სადაც გაეცნობიან ესტონური მედიის მუშაობის სპეციფიკას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

სასწავლო ტურის პროგრამა

მონაწილეები ეწვევიან ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა არხებს, რომლებიც მაუწყებლობენ ესტონურ და რუსულ ენებზე), სადაც მიიღებენ ინფორმაციას – რა როლი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში და რატომ მიიჩნევა მაუწყებელი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. ასევე გაეცნობიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსს.

ვიზიტის მთავარი ასპექტები იქნება:

  • როგორი ურთიერთობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებლებს სამთავრობო უწყებებთან, არის თუ არა ცენზურა და ხდება, თუ – არა, პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებლებზე;
  • რა სხვაობაა რუსულ და ესტონურ ენებზე მეუწყებლობებს შორის და მათი ადგილი მედია ინდუსტრიაში;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წყაროები, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

ასევე მონაწილეები ეწვევიან კერძო მედია სექტორს (როგორიცაა posttimees, Delfi  და ა.შ.), სადაც ისინი გაეცნობიან შემდეგ  საკითხებს:

  • რა სხვაობაა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო მედია ორგანიზაციებს შორის;
  • პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ზეგავლენა კერძო მედია კომპანიებზე; როგორია მფლობელების ინტერესები და როგორ იცავენ საკუთარ უფლებებს ჟურნალისტები;
  • თემების სხვაობა დამოუკიდებელ მედიაში და საზოგადოებრივ არხებზე. რამდენად მორგებულია თემები მაყურებლის/აუდიტორიის ინტერესებს და ზოგადად,საჯარო ინტერესს.
  • როგორია ყვითელი პრესა/ტაბლოიდები ესტონეთში.
  • როგორი დაფინანსების წყაროები აქვს კერძო მედიას და როგორ ახერხებს კერძო სექტორი ფინანსურ მდგრადობას.

ასევე ჟურნალისტების ჯგუფი ეწვევა რეგიონული მედია კომპანიებს, სადაც ასევე მიიღებენ შემდეგ ინფორმაციას:

  • რეგიონული მედიის დაფინანსების წყარო, შემოსავალი რეკლამიდან და ა.შ.
  • როგორ ახერხებენ ისედაც მცირე მედია საშუალებები მედია ბაზარზე თავის დამკვიდრებას და გადარჩენას;
  • როგორია მედია საშუალებების ონლაინ ვერსიები.

მონაწილეობის პირობები

კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დასაქმებულ 40 წლამდე ასაკის ჟურნალისტებს, რომლებიც უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. პროგრამის სამუშაო ენა იქნება ინგლისური (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ნომინანტებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • რეზიუმე ინგლისურ ენაზე (შესაძლებელია რუსულ ენაზეც)
  • საკუთარი ავტორობით მომზადებული მინიმუმ 3 ჟურნალისტური ნაშრომი. თოთოეულ მასალას უნდა დაურთოთ პროდუქტის მოკლე აღწერა ინგლისურ (ან რუსულ) და ქართულ ენებზე (600 სიმბოლომდე); თუ კი წარმოადგენენ ჟურნალისტური მასალის სრულ თარგმანს, ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ (ან რუსულ) ენაზე, რომელშიც დაასაბუთებთ, რატომ გსურთ სასწავლო ტურში მონაწილეობა და როგორ დაგეხმარებათ პროგრამაში მონაწილეობა პროფესიულ განვითარებაში.

შეფასების კრიტერიუმები

მონაწილეების შერჩევა მოხდება შეფასების ჟიურის მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • მათი გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით;
  • კომისია ასევე ყურადღებას გაამახვილების ნომინანტის მიზნებსა და ხედვაზე.

დამატებითი ინფორმაცია

თუ კი სასწავლო პროგრამის მონაწილეს სურს ესტონეთში ვიზიტის შემდგომ ჟურნალისტური ნამუშევრის მომზადება, ესტონელი ექსპერტები დაეხმარებიან მას სასურველი ინფორმაციის მოძიებაში. ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა უნდა შეაგვატყობინოს წინასწარ.. ასევე ჩვენთვის  მისაღებია  ესტონეთის შესახებ კრიტიკული მასალის მომზადებაც.

სხვა პირობები

სასწავლო ტური  2024 წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში  გაიმართება.  აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი, 00.00 საათი.  გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველები მითითებულ ბმულზე.

პროგრამა სრულად დაფარავს პროექტით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, ყოველდღიური ხარჯები და ა.შ.)

მსგავსი სიახლეები

ფინალისტებით