განაცხადების მიღება გრძელდება

განაცხადების მიღება კონკურსში “ჟურნალისტური პრემია შუქი“ გრძელდება, პირველი ტურის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 7 დღე.

ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური  წელიწადში 4 -ჯერ გამოავლენს სამ საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორს, რომლებსაც პრიზის სახით  გადაეცემათ სოლიდური ფულადი ჯილდო.

პროექტის მიზანია წაახალისოს ადგილობრივი მედია და მისცეს ჩვენს ჟურნალისტებს მეტი მოტივაცია ხარისხიანი, მაღალი მედია სტანდარტების შესაბამისი პროდუქტის შესაქმნელად.

პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან ჩვენი თემატიკა, ჟანრი და ფორმატი შეუზღუდავია.

ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ჟურნალისტებს და ხელი შევუწყოთ ქართულ მედია ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ჟურნალისტური მასალის წარმოჩენას.

მსგავსი სიახლეები

ფინალისტებით