სამხრეთის კარიბჭის სტატია გვიამბობს ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების შესახებ. მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი საცხოვრებელ სახლში მუსლიმების სალოცავი სივრცისა და სასულიერო სასწავლებლის არსებობას აპროტესტებს. სალოცავი საცხოვრებელ სახლში მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ მოაწყო. აქ ის მუსლიმები ლოცულობენ, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან დაბა ადიგენში ჩამოდიან და დღის განმავლობაში სოფლის სალოცავში ასვლას ვერ ასწრებენ.