თაკო ფეიქრიშვილი

“ბიუჯეტი სოფლისთვის და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის – ვის მისცა ადიგენის მერიამ 1.5 მლნ ლარი”

ბოლო ხუთ წელში, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 4.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან მინიმუმ 1.5 მილიონი ლარი პირდაპირი შესყიდვებით ისევ ადიგენის მერიისა და მისი იურიდიული პირების თანამშრომლებმა, ან მათ ნათესავებმა, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. “სამხრეთის კარიბჭე” დაინტერესდა, კონკრეტულად ვის უფორმებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებებს და საბოლოოდ, ვისთან მიდის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული.