სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება გვიამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ძალადობის შესახებ. დაბმა, ჩაკეტვა, ძალადობა, უგემური საკვები, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ქართულ ფსიქიატრიაზე დასმული საბჭოთა დამღა, – ყოფილი პაციენტები და უფლებადამცველები “სტუდია მონიტორს” მძიმე ამბებს უზიარებენ. არაერთი ანგარიში ადასტურებს, რომ ეს გამოწვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაზეც სახელმწიფო არ რეაგირებს.