ჟურნალისტური პრემია “შუქი” 2023 წლიდან გაიცემა. პროექტს ახორციელებს რეგიონული მედია პორტალი JAMnews-ი და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი.
პროექტის მიზანია მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება ქართულ მედიაში. კონკურსი მიზნად ისახავს ინფორმატიული, ობიექტური და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მედია პროდუქტის გამოვლენას ქართულ მედია ბაზარზე.
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან.
ჩვენი პარტნიორის შესახებ
ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი (ESTDEV) არის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდი, რომელიც პასუხისმგებელია ესტონეთის საერთაშორისო და ჰუმანიტარული დახმარების პროექტების მართვასა და განხორციელებაზე. ჩვენი მიზანია ამგვარი სახის თანამშრომლობით და ინვესტირებით, ხელი შევუწყოთ სიღარიბის შემცირებას, გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუციები, შევიტანოთ წვლილი მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში, დავეხმაროთ მოქალაქეებს ჰუმანიტარული კრიზისების დაძლევასა და პროგრესის მიღწევაში.
ESTDEV-ის მიზანია ესტონეთის პარტნიორი ქვეყნების გაძლიერება და შთაგონება. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს დასახული მიზნების განხორციელებასა და განვითარებისათვის საჭირო კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით, ჩვენი ფონდი ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს გახდნენ მეტად თვითმყოფადი,შეძლონ განვითარების პროექტების წარმატებული მართვა და უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობა.
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების წარმატების მთავარი მიზეზი ჩვენი გუნდია. ESTDEV აერთიანებს ესტონეთის სამოქალაქო ორგანიზაციების საუკეთესო ექსპერტებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. ამგვარად ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თითოეული პროექტის პარტნიორი ქვეყნის ინდივიადუალურ საჭიროებებსა და მოლოდინებზე მორგებას და პროექტების სამომავლო მდგრადობას.