“სამხრეთის კარიბჭის” სტატიაში საუბარია “ვარძიაზე”, საქართველოს კულტურულ ძეგლზე, რომლის იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში მოხვედრა 1999 წლის შემდეგ, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მაინც ვერ მოხერხდა. სტატიაში მოთხრობილია, თუ რატომ ჭიანურდება გენერალური გეგმის მომზადება, რა საფრთხეს ქმნის ძეგლის მიმდებარედ ქაოტური განაშენიანება, როგორ ახერხებენ გარკვეული პირები კანონის გვერდის ავლით, ე.წ. წითელ ზონაში მშენებლობას და ვინ სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიებით.